saqarTvelos mdinareebi - qusno

ტერიტორიული ერთეულები თიანეთის მუნიციპალიტეტი
სათავე ქართლის ქედი
სიგრძე 20 კმ
აუზის ფართობი 88 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,3 მ³/წმ

 

სინონიმი: ვერხველი.

მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1985 მ სიმაღლეზე. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 88 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულსა და შემოდგომაზე.

საშუალო წლიური ხარჯი 1,3 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად.